მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო – დარწმუნებულები ვართ, რომ ტირასპოლი იაზრებს შედეგებს, რომლებსაც გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად მიიღებს

დარწმუნებულები ვართ, რომ ტირასპოლი იაზრებს შედეგებს, რომლებსაც გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად მიიღებს, – ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება პასუხად მოჰყვა ოკუპირებული დნესტრისპირეთის “პრეზიდენტისა” და “პარლამენტის” მიერ 28 თებერვალს დაგეგმილ “ყველა დონის დეპუტატის სხდომას”.
“რეინტეგრაციის ბიურო ჩვენი ქვეყნის დნესტრისპირეთის რეგიონში ვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს, მუდმივ კონტაქტში იმყოფება ეუთო-ს მისიასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ რეგიონში ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ტირასპოლი იაზრებს შედეგებს, რომლებსაც გაუაზრებელი ნაბიჯების შედეგად მიიღებს”, – განაცხადეს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროში.
შეგახსენებთ, დნესტრისპირეთის ერთ-ერთმა ე.წ. დეპუტატმა, გენადი ჩორბამ ივარაუდა, რომ “ყველა დონის დეპუტატის სხდომაზე” ტირასპოლის “ხელისუფლება” ს შემადგენლობაში შესვლას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ