ალიანსის წევრი სახელმწიფოები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს

ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ რეფორმების თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს, – აღნიშნულის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში – „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ნატოს წევრ სახელმწიფოებთან გვაქვს მაღალი დონის თანამშრომლობა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები. ალიანსის წევრი სახელმწიფოები ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად და დადებითად აფასებენ ამ შედეგებს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მან განსაკუთრებით აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება, ასევე ალიანსთან თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ინსტრუმენტები.
ვიცე-პრემიერმა პოზიტიურად შეაფასა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდია სხდომა ასეთ მაღალ დონეზე არ ჩატარებულა. „ძალიან პოზიტიური განწყობა იყო ამ შეხვედრაზე. აბსოლუტურად ყველამ ხაზი გაუსვა დადებით დინამიკას, რომელიც არსებობს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით. საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალება მოგვცა ჩვენი თანხვედრისა და ინტეგრაციის პროცესები ძალიან მაღალ დონეზე აგვეწია. ძალიან პოზიტიურად და დადებითად შეიძლება შეფასდეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!