პაპუაშვილი: სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატოც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმს შესთავაზებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ მიმდინარე წელი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოს კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს. მან 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და ნატოზე.
“საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო დღესაც ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.
სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატოც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმს შესთავაზებს, რომელთა შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
2023 წლის ბოლოს ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამას წინ უსწრებდა გაერთიანების მიერ ქვეყნისთვის 12 დათქმის დაწესება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო