ირაკლი კობახიძე – დღეისათვის რთული ვითარებაა ამ კუთხით, თუმცა მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა

დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ამ კუთხით იყოს მაქსიმალური პროგრესი.
„გაგრძელდება, რა თქმა უნდა, კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ კუთხით გვქონდეს მაქსიმალური პროგრესი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი. ამ ეტაპზე არის რთული ვითარება, ვიდრე გრძელდება ომი ში, ინტეგრაციის კუთხით არის რთული. არ არის დღეს მომწიფებული ვითარება იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ და ყველაფერი უნდა შევამზადოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როცა ამისათვის შესაბამისი პირობები მომზადდება, ჩვენ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, პრინციპული გადაწყვეტილება სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე