ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა – გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება წლის ბოლომდე

ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს, რეალურად აჩვენა ის, რომ პროგრესი გვაქვს ძალიან კარგი, ტენდენცია არის ძალიან კარგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო წელსვე გადავიდეს ახალ ეტაპზე, რაც არის უკვე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნა.
„ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დაფიქსირდა ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. შესაბამისად, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება ამ წლის ბოლომდე”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე