აითაჯის მამა ამტკიცებს, რომ მის 14 წლის ქალიშვილს გათხოვებაზე უარი არ უთქვამს, ცნობისთვის, არასრულწლოვანს საერთოდაც არ შეეძლო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და მსგავსი კითხვაც კი არ უნდა დაესვათ მისთვის. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისა შახმიროვმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ უკანონო ნიშნობას თავადაც ესწერებოდა.
კაცი, რომლის შვილიც მოძალადე ე.წ. ქმარმა მოკლა, დღეს ირწმუნებოდა, რომ აითაჯის გათხოვებას მხოლოდ სრულწლოვანების შემდეგ აპირებდა, ბოლო დროის გახმაურებულ საქმეზე რუსთავის სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ხანდახან მქონდა ბავშვებთან სატელეფონო კომუნიკაცია, 2023 წლის თებერვალში სახლში რომ მივედი მაშინ გავიგე, რომ გოგოს გათხოვებას აპირებდნენ. მანქანა გაჩერდა სახლთან, ვიკითხე, ვინ იყვნენ და მითხრეს, რომ ბეჭედი და 5-6 საჩუქარი ჰქონდათ. გავიგე, რომ 18 წლის რომ გახდებოდა, მერე უნდა წაეყვანათ, სუფრაზე ვისხედით ცოტა დავლიეთ, ჩემთვის არავის არაფერ უკითხავს, არც მახსოვს ვინ იყო თანახმა და ვინ თქვა კი. აითაჯისთვის ბიჭის თაობაზე მე არაფერი მიკითხავს, არც მის ოჯახზე. ჩვენს ადათ-წესებში მამა არ ეკითხება შვილს ქორწინება უნდა თუ არა. არ ვიცი, ვინ თქვა ქორწინებაზე კი. ბეჭედი რომ გაუკეთეს, აითაჯს მერე კითხეს უნდა თუ არა ამ ბიჭთან , მან თქვა კიო. 13 წლის გოგო პატარა ხომ არ არის, თვითონ შეეძლო ეთქვა დიახ ან არა. ტოპიკ მაგარამოვასთან ბოლო კომუნიკაცია დღეს მქონდა მითხარ რომ პროცესი იყო ჩანიშნული” – თქვა მოკლულის მამამ.
საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 27 წლის ასიმ ასლანოვმა მოკლა. მალევე გაირკვა, რომ კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. უფლებადამცველები ამბობენ, რომ აითაჯი ტყვეობიდან დაღწევას ცდილობდა.
აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს და მოზარდი ასიმ ასლანოვზე დანიშნეს. სასამართლომ აითაჯის დედა, ეგანე მაგარამოვა და მის ძმა, ნადიკ მაგარამოვა პატიმრობაში გაუშვა.
ბრალდება და-ძმას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება – ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას.