ევროკავშირმა ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა

20 თებერვალს ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ გამოიძახა ს საქმეთა რწმუნებული ბრიუსელში ოპოზიციონერის – ს პატიმრობაში სიკვდილის გამო.
ევროკავშირის მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, შუა აზიის რეგიონუდ და ეუთოს საკითხებში, მიხაელ ზიბერტმა გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ევროპის კავშირში კირილ ლოგვინოვი და მოუწოდა რუსეთს, ნავალნის სიკვდილის „გარემოებათა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს“ – ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში .
ევროკავშირმა გამოხატა აღშფოთება ნავალნის სიკვდილის გამო, რომლისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება“ და მოუწოდა რუსეთს, გადასცეს ოჯახს გარდაცვლილის ცხედარი.
ალექსეი ნავალნი16 თებერვალს კოლონიაში გარდაიცვალა. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ პოლიტიკოსის გარდაცვალების საქმეზე, ლუდმილა ნავალნაიას, – გარდაცვლილის დედას უთხრეს, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გაგზავნეს, რომელიც 14 დღეს გასტანს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მსოფლიო ისოტრიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი

ლევან ღამბაშიძე: მხოლოდ მოწყალების თხოვნაა საჭირო, რომ ყველაფერი დამთავრდეს. გარეთაც იქნები, სამსახურიც გექნება, საჭმელიც, პრადოც და ლოროპიანას ტუფლებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი გექნება, რისთვისაც …