ყაზახეთში ქართული ზეთისხილი გაშენდება

ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში ქართული ზეთისხილი გაშენდება. ამის შესახებ East Fruit-ი წერს და აღნიშნავს, რომ ნერგების კახეთიდან ჩაიტანენ.
საქართველოში ყაზახეთის ელჩმა, მალიკ მურზალინმა პირადად მოინახულა ზეთისხილის პლანტაციები. როგორც ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, გიორგი სვანიძემ განაცხადა, ქართველი სპეციალისტების ხელშეწყობით იგეგმება საუკეთესო ჯიშების დარგვა და პლანტაციების გაშენება.
მისი თქმით, ასევე ამოქმედდება გადასამუშავებელი ქარხანა და იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე საერთაშორისო სერტიფიკატის აღებაც.
ცნობილი ხდება, რომ ამჟამად ზეთისხილის ნერგები ექსპერიმენტულად ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში უკვე დარგეს, ხოლო ერთ მათგანში ქართული ნერგების გაგზავნა იგეგმება.
გიორგი სვანიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე ყაზახეთში ინოვაციების დაგეგმვისთვის.
ამასთან, ის დაეხმარება ყაზახეთის გაწევრიანებას ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში, ორგანიზაციაში, რომელიც ზეითუნის ზეთიდან შემოსავლის 90%-ს და მისი ვაჭრობის 74%-ს აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ