რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიტანა

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში, რომელთა მოქმედება არასასურველადაა აღიარებული ს ტერიტორიაზე, შეიტანა კორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება.
ამის შესახებ იტყობინება უწყების ვებსაიტი.
უფრო ადრე გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორპორაციის რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედება არასასურველია, იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი.
ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ რადიოსადგურის არასასურველ ორგანიზაციად მიჩნევის გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლის, 2 თებერვალს.
ახლა რუსეთის რეესტრში „არასასურველი“ 142 ორგანიზაციაა. ამ რეესტრში ხვდებიან ორგანიზაციები, რომელთა მოქმედება რუსეთის ხელისუფლების აზრით, საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის საფუძვლებისთვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის.
სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ორგანიზაციას ეკრძალება ქვეყანაში საქმიანობა, ხოლო რუსეთის მოქალაქეებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება მასთან თანამშრომლობისთვის. „უცხოეთის აგენტების“ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ შედგენილ სიებში შეტანილია რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტები, მათ შორის საკუთრივ რუსული სამსახური და მისი რეგიონული პროექტები, ასევე ინდივიდუალურად რედაქციის 30-მდე თანამშრომელი.
მედიაკორპორაციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ „უცხოეთის აგენტების“ სიების შედგენის და გაფართოების პრაქტიკა არის „კრემლის უსუსური მცდელობა, დამალოს იმედგაცრუება, რომელიც გამოიწვია ში პუტინისეულმა შეჭრამ“.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება -ის დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც ფინანსდება კონგრესის მიერ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო გზით. რადიო თავისუფლება მაუწყებლობს 23 ენაზე, უპირატესად იმ ქვეყნების აუდიტორიებისთვის, სადაც მასმედიის თავისუფლება შეზღუდულია.

ასევე დაგაინტერესებთ