დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებენ.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. კერძოდ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე სრული ვადით არჩევისთვის წარდგენილ კანდიდატს 90 დეპუტატის ხმა დასჭირდება.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა 90 ხმა ვერ მოაგროვა, მეორე კენჭისყრაზე მას 76 ხმით აირჩევენ. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციის გაუქმებასაც გულისხმობს.
ოპოზიცია კანონპროექტს ჩვეული კრიტიკით ეხმიანება, რაც მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი სრულად თანხვედრაშია ევროპის უმაღლეს საარჩევნო სტანდარტებთან და ამ ცვლილებების მიზანი ქვეყანაში დემოკრატიული ს უზრუნველყოფაა.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია მსგავსი უსაფუძვლო კრიტიკით არჩევნებში მოსალოდნელი წაგების შემდგომი სპეკულაციებისთვის სივრცეს წინასწარ ეძებს.

ასევე დაგაინტერესებთ