ნებისმიერი ინვესტორი კარგად უნდა დაფიქრდეს, იყიდოს თუ არა ფასიანი ქაღალდები ხაზარაძე-ჯაფარიძისგან

ნებისმიერი ინვესტორი, ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა დაფიქრდეს იყიდოს თუ არა ფასიანი ქაღალდები ხაზარაძე-ჯაფარიძისგან! არა, აქ მათ წარსულ „მოღვაწეობაზე“ არ არის ლაპარაკი, არამედ სულ ახლანდელ გამომჟღავნებულ ამბებზე, – ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “სქოუფმა”, ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანია “ლისი ლეიქ დეველოპმენტს” რეიტინგი ორი პოზიციით შეუმცირა, რისი მიზეზიც, სუსტი მენეჯმენტი და ინვესტორებთან გაურკვევლობის არსებობაა.
“ნებისმიერი ინვესტორი, ნებისმიერი მოქალაქე კარგად უნდა დაფიქრდეს იყიდოს თუ არა ფასიანი ქაღალდები ხაზარაძე-ჯაფარიძისგან! არა, აქ მათ წარსულ „მოღვაწეობაზე“ არ არის ლაპარაკი, არამედ სულ ახლანდელ გამომჟღავნებულ ამბებზე – სუსტმა მენეჯმენტმა და ინვესტორებთან თუ უბრალოდ ფიზიკურ პირებთან ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობამ შექმნა ეს რეალობა! საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფმა“, რომელსაც „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“, ხანდაზმული თაღლითების კომპანიისთვის ჰქონდა B+ რეიტინგი მინიჭებული, მას შემდეგ გაუკეთა დაუნგრეიდი, 2 ნაბიჯით, 2 პოზიციით შეუმცირა რეიტინგი! სხვათა შორის, მანამდე “ლისი დეველოპმენტი” ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებდნენ და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობდნენ. რადგან ამ ამბების უკან ისევ ხანდაზმული თაღლითები, ხაზარაძე და ჯაფარიძეზე დგანან, სავარაუდოდ დიდი თაღლითური სქემაა დალაგებული.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს