უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

უკრაინაში დაუღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. 31 წლის ნიკოლოზ გელენიძე ბახმუტში, საარტილერიო დაბომბვისას, 16 ნოემბერს დაიღუპა. ის ში დანაყოფ „თბილისის“ რიგებში იბრძოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო თანამებრძოლებთან ერთად ფრონტის ხაზიდან 29 ოქტომბერს დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა ორი აზერბაიჯანელი მებრძოლი:
„ლევანი უნდა გამოესვენებინათ და ამ დროს გზაში დაბომბვაში მოგვიყვნენ ბიჭები. ლევან ლობჟანიძის ცხედრამდე ვერ მიაღწიეს“, – ამბობს დანაყოფ „თბილისის“ მეთაური, გოჩა ხორავა.
მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ გელენიძის ცხედარი უკვე გამოსვენებულია ცხელი წერტილიდან. მას 20 ნოემბერს, კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდს გადაუხდიან, რის შემდეგაც საქართველოში გადმოასვენებენ.
ნიკოლოზ გელენიძე დან დევნილი ოჯახიდან იყო და მისი ოჯახი დღეს ფოთში ცხოვრობს.
ნიკოლოზ გელენიძე 57-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან დაიღუპა. უკანასკნელ ერთ კვირაში უკრაინაში მეოთხე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ