გერმანიაში უძრავი ქონების ფასები მკვეთრად დაეცა

2023 წელს გერმანიაში უძრავი ქონების ფასები მკვეთრად დაეცა. მკვლევრებმა უკვე უწოდეს ამ ფენომენს უნიკალური. ამის შესახებ tagesschau.de წერს.
როგორც Tagesschau იუწყება, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საცხოვრებელი კორპუსების ფასები 8,9%-ით შემცირდა, კერძო სახლების – 11,3%-ით, რამდენიმე ოჯახზე გათვლილ სახლების – 20,1%-ით.
ბოლო 60 წლის განმავლობაში გერმანიაში უძრავი ქონების ფასები მხოლოდ იზრდებოდა. ახლა ტენდენცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. გერმანული გამოცემა წერს, რომ ფასების ასეთი დაჩქარებული კლება არ მომხდარა 1960-იანი წლების შემდეგ.
Tagesschau-ის ინფორმაციით, უძრავ ქონებაზე ფასები ქალების მიხედვით არათანაბრად ეცემა. 2023 წლის ბოლოს კლება გარკვეულწილად შენელდა და 7 მეგაქალაქში (ბერლინი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, კიოლნი, მიუნხენი, შტუტგარტი) განსხვავებული დინამიკაა. ბოლო კვარტალში კიოლნში და შტუტგარტში ამხანაგობის ბინების ფასები 3.6%-ით დაეცა, ხოლო ბერლინში, ფრანკფურტსა და ჰამბურგში თითქმის უცვლელი დარჩა.
IfW-ის პრეზიდენტის მორიც შულარიკის თქმით, ფასების ვარდნა გამოიწვევს ბანკების სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, რაც შეამცირებს მშენებლობის ღირებულებას და გაააქტიურებს მოთხოვნას უძრავ ქონებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ