ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე ღამით განხორციელებული ოპერაციის დროს რამდენიმე ტერორისტი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
„ბალატას ბანაკში ისრაელის თავდაცვის ძალებისა და დაზვერვის სამსახურის ერთობლივი კონტრტერორისტული ოპერაციისას, თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა იერიში მიიტანა თავშესაფარზე, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, განხორციელებული შეტევის შედეგად ერთ-ერთი ცნობილი ტერორისტი, მუჰამედ ზაჰედი დაიღუპა.
ბალატას ბანაკი ქალაქ ნაბლუსში, ცენტრალურ დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმის ჩრდილოეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს.