გია ნოდია: ესე იგი, მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, საერთოდ რისთვისაა საჭირო განათლება

სასკოლო პროგრამაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლებასთან დაკავშირებულ თემას პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“არ ჩავერთვები დისკუსიაში, უნდა ისწავლებოდეს თუ არა აგიოგრაფია სკოლაში – რთული და სხვა თემაა. მაგრამ, როცა მარიამ გულედანი ამბობს, რომ გრიგოლ ხანძთელის სწავლისგან არაფერი მიუღია და მისთვის ეს დაკარგული დროა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქართველი სკოლადამთავრებულების დიდი უმრავლესობის სათქმელია. გულედანს ამ უმრავლესობისგან ის გამოყოფს, რომ საკუთარ აზრს გულწრფელად ამბობს, და ამისთვის ქებას იმსახურებს და არა გაკიცხვას.

მე რომ უხსოვარ დროს სკოლაში გავიარე ეს ტექსტი, იმის მოგონებით, დაახლოების იმავეს თქმა შემიძლია. კარგი მასწავლებლის ხელში გრიგოლ ხანძთელიც სკოლის მოსწავლისთვის საინტერესო ტექსტად შეიძლება იქცეს, მაგრამ ამდენად კარგი მასწავლებელი და კარგი ცხოვრება სად არის.

რაც შეეხება იმ აზრს, რომ პროგრამისტობა თუ გინდა, საქართველოს ისტორია (ან ზოგადად ისტორია) რაში გჭირდება, ამ სულისკვეთებას ვერაფრით გავიზიარებ. მაგრამ განათლებისადმი ასეთი დამოკიდებულება დღეს მსოფლიო პრობლემაა, ასე თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ფიქრობს, სამწუხაროდ.

ამიტომ კონკრეტული ახალგაზრდისგან ასეთი ნათქვამი არ უნდა გაგვიკვირდეს (რაც არ ნიშნავს, დავეთანხმოთ).

ესე იგი, მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, საერთოდ რისთვისაა საჭირო განათლება”.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?