დახოცილი პირუტყვის ასეულობით ნარჩენი თეთრიწყაროში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პირველ კომენტარს აკეთებს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დახოცილი პირუტყვის, მათ შორის ცხენისა და ვირის ნარჩენი აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტი პირველ კომენტარს აკეთებს .
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ვაშლოვანში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევის დადგენის მიზნით მასალები საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება.
შედგა შესაბამისი აქტი, ადგილზე აღებულია ჯიპიეს კოორდინატები. ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, გადაეგზავნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტო მკაცრად აკონტროლებს ბაზარზე ხორცის განთავსებას და რეალიზაციას.
სააგენტო უსაფუძვლოდ მიიჩნევს გავრცელებულ ვიდეო- მასალაში გამოთქმულ ვარაუდს ,ბაზარზე ხორცის გაყიდვის შესახებ. მითუმეტეს, თვითონ ვიზუალურ მასალაშიც ჩანს მთლიანი პირუტყვის ნარჩენები,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ვიდეომასალა იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ