ალექსანდრ ტარნავსკი – ავდიივკაში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრ ტარნავსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი.
„ავდიივკაში მძიმე, მაგრამ კონტროლირებადი ვითარებაა. ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ჯარები მტრის შესაჩერებლად ყველა ხელმისაწვდომ ძალასა და საშუალებას იყენებენ“, – აღნიშნა ტარნავსკიმ.
ბრიგადის გენერლის თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობს ქვედანაყოფების გეგმური გაძლიერება და ჯარების მანევრირება საფრთხის შემცველი მიმართულებით.
გარდა ამისა, მისი თქმით, გამოყოფილია საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის დამატებითი რესურსი.
„მომზადდა ახალი პოზიციები და ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით მძლავრი სიმაგრეების მომზადება გრძელდება“, – აღნიშნა ტარნავსკიმ.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ს განცხადებით, არსებობს რისკი, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ავდიივკა რუსულმა ძალებმა აიღონ.
მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის „ტერას“ ქვედანაყოფის მეთაურმა, ნიკოლაი ვოლოხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ავდიივკაში ელიტარული ჯარები გადაიყვანეს და ქვეითების ძალიან დიდი რაოდენობის თავმოყრა მოახდინეს.