დემოგრაფიაც და მიგრაციაც ოპოზიციისთვის საარჩევნო მანიპულაციაა ხმების მოსაპოვებლად, ჩვენთვის კი რეალური საზრუნავი

დემოგრაფიაც და მიგრაციაც ოპოზიციისთვის საარჩევნო მანიპულაციაა ხმების მოსაპოვებლად, ჩვენთვის კი რეალური საზრუნავი
„ნაცების” დროს საქართველოში უკან აღარ დაბრუნდა 247.000 ადამიანზე მეტი. დემოგრაფიაც და მიგრაციაც ოპოზიციისთვის საარჩევნო მანიპულაციაა ხმების მოსაპოვებლად, ჩვენთვის კი რეალური საზრუნავი,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი , რითაც უპასუხა ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ქვეყნიდან მოქალაქეები მასიურად გარბიან თავის გადასარჩენად.
როგორც წერს, რადიკალური ოპოზიციის მიზანია პოლიტიკაში დეზინფორმაციის გავრცელება, რაც ანგრევს სახელმწიფოს იმიჯს.
„თუკი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დეზინფორმაცია ანგრევს პიროვნების იმიჯს, პოლიტიკაში დეზინფორმაცია ანგრევს სახელმწიფოს იმიჯს. სწორედ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიზანი და ამას ემსახურება გიორგი ვაშაძის მორიგი, უკვე მერამდენედ გაჟღერებული ტყუილი, თითქოს მოქალაქეები ქვეყნიდან მასიურად გარბიან თავის გადასარჩენად. ჯერ ერთი, ადამიანების უცხოეთში წასვლა სასწავლებლად, ტურისტულად, სამკურნალოდ თუ სამუშაოდ, არ არის დანაშაული და სწორედ ამიტომ ევროინტეგრაციის გზაზე მივიღეთ გამარტივებული სავიზო რეჟიმი. მეორეც, უცხოეთში წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ იქ ყველა რჩება და არავინ უკან აღარ ბრუნდება.
ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო დატოვა 800.000 მოქალაქემ. ეს არის მისი მხრიდან დეზინფორმაცია, რომელიც მტრობისა და დაპირისპირების სტიმულირებას ახდენს. სიმართლე კი შემდეგია: – „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ ქვეყნიდან, სხვადასხვა მიზნით და დროით, უცხოეთში გაემგზავრა 969.021 ადამიანი, მაგრამ უკან დაბრუნდა 969.400 პიროვნება (მონაცემი ასახავს მხოლოდ 2013-2022 წწ-ის მიგრაციას და არ გულისხმობს დამატებით 2023 წლის მონაცემებს, როდესაც შესამჩნევი იყო ჭარბი მიგრაცია დან და უკრაინიდან საქართველოში). ნაცმოძრაობის დროს კი (2003-20012 წწ.), ქვეყნიდან გავიდა 908.318 და უკან დაბრუნდა მხოლოდ 660.731 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის დროს საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 2420 ადამიანით, ხოლო ნაცმოძრაობის მმართველობის დროს შემცირდა 247.587 ადამიანით.
ანუ, „ნაცების” დროს საქართველოში უკან აღარ დაბრუნდა 247.000 ადამიანზე მეტი. დემოგრაფიაც და მიგრაციაც ოპოზიციისთვის საარჩევნო მანიპულაციაა ხმების მოსაპოვებლად, ჩვენთვის კი რეალური საზრუნავი. 2012 წლამდე მათ არაფერი გაუკეთებიათ არც შობადობის გასაზრდელად და არც მიგრაციის შესაჩერებლად. საქართველო მოსახლეობისგან სწორედ მათ დროს დაიცალა. 2012 წლიდან დღემდე კი, ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ, ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს ამ თემაზე ისაუბროს, სწორედ დღევანდელი ხელისუფლებაა,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები