გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, არმაზი, გოროვანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
მათივე ცნობით, 11:00-დან16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში შეეზღუდებათ.
„11:00-დან 11:05 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახატანი, გალავანი, ზაქარო, დავათი, არაშენდა და მმიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანსა და ავჭალაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.