უნგრეთმა ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა

უნგრეთმა ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, უნგრეთის ამ ნაბიჯის მიზეზი ჩინეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ზომები იყო, რომელსაც ეს პაკეტი ითვალისწინებს.
ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცებას ში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავისთვის გეგმავს. სანქციების შესათანხმებლად ევროკავშირის ელჩების ბრიუსელში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე შემზღუდველი ზომების დამტკიცების ერთადერთი მოწინააღმდეგე უნგრეთი იყო.
სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს 200 ფიზიკურ პირსა და კომპანიას რუსეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც ევროკავშირში მიიჩნევენ, ეხმარებიან მოსკოვის საომარ ძალისხმევას. „ფაინენშელ თაიმსს“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ უნგრეთის წინააღმდეგობა სიაში ჩინური კომპანიების არსებობას უკავშირდებოდა. მეორე მაღალჩინოსანმა მედიასაშუალებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უნგრეთის ელჩმა ითხოვა მეტი დრო ანალიზისთვის.
სანქციების მე-13 პაკეტზე დისკუსია, სავარაუდოდ, მინისტრების დონეზე მომავალ კვირას გაგრძელდება. სანქციების მომხრეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მომავალ ოთხშაბათამდე შეძლებენ, რათა 24 თებერვლამდე სანქციები დაამტკიცონ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ