პანამის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა

პანამის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანამის სასაზღვრო პოლიციამ განაცხადა, რომ მიგრანტებით სავსე ნავი პანამის სანაპიროსთან ახლოს ცუდი ამინდის გამო ჩაიძირა, მაგრამ მსხვერპლის რაოდენობა ან მათი ეროვნება არ დაადასტურა.
ადგილობრივი მედია საშუალებების ცნობით, ნავზე 25 მიგრანტი იმყოფებოდა, რომელთაგან 4 დაიღუპა და 7 დაკარგულად ითვლება.
„სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტები, კრიმინალებს კარეტოს რაიონთან ახლოს გადაჰყავთ, რომლებიც მიგრანტების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ“, – ნათქვამია პანამის სასაზღვრო პოლიციის განაცხადებაში.
პანამის მთავრობამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე დარიენის პროვინციაში, რომელსაც მიგრანტები -სკენ მიმავალ გზაზე გადიან, უსაფრთხოება გააძლიერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება