საფრანგეთი ისრაელის რაფაჰში სახმელეთო შეჭრის იდეას ეწინააღმდეგება

საფრანგეთი ისრაელის რაფაჰში სახმელეთო შეჭრის იდეას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ემანუელ მაკრონის ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ის მტკიცედ ეწინააღმდეგება სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელის სამხედროების შესაძლო ოპერაციას.
„ამან შეიძლება მხოლოდ ახალი სიმძლავრის ჰუმანიტარული კატასტროფა და მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება გამოიწვიოს, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების დარღვევა იქნება და რეგიონული ესკალაციის დამატებით რისკს მოიტანს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ