საზავო მოლაპარაკების შემდეგ ისრაელის დელეგაციამ დატოვა კაირო

ისრაელის დელეგაციამ დატოვა კაიროში გამაართული მოლაპარაკება პაუზის შესახებ ისრაელსა და ჰამასს შორის ომში – იუწყება ისრაელის და აშშ-ის მედია.
ისრაელის დაზვერვის ხელმძღვანელმა, დავიდ ბარნეამ ეგვიპტის დედაქალაქში შეხვედრა გამართა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ის დირექტორთან, უილიამ ბერნსთან, კატარის შუამავლობით მიღწეული გეგმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ღაზაში ომის დროებით შეწყვეტას.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ კატარის პრემიერ-მინისტრი და ეგვიპტის ოფიციალური პირები, შეხვედრა იყო ნაწილი მზარდი ძალისხმევისა ცეცხლი შეწყდეს მანამ, სანამ ისრაელი დაიწყებს სრულმასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას სამხრეთის ქალაქ რაფაჰში – რომელსაც თავს აფარებს ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?