ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ -ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელ სპეციალურ აგენტთან, მაიკლ რჟეპჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, დეპარტამენტის საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, კიბერდანაშაული და სხვა მძიმე ტრანსნაციონალური დანაშაულები.
შეხვედრის დასასრულს, თეიმურაზ კუპატაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისათვის.
აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია თანამშრომლობს როგორც ოპერატიული აქტივობების განხორციელების, ისე ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა