სოსო ჯაჭვლიანი დაკრძალეს

სოსო ჯაჭვლიანი დაკრძალეს
მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. პანაშვილი ქაშუეთის ტაძარში ჩატარდა, სადაც სამოქალაქო და სახელოვნებო საზოგადოებასთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის პრემიერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, ასევე, მმართველი პარტიის სხვა წევრები.
სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა. ის თურქეთში იმყოფებოდა სამკურნალოდ, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი: საშოვარზე გამოსული ადამიანები სვავებივით დაეძგერნენ ლაზარე ჯორბენაძეს და მისი ტრაგედია საკუთარი მარგინალური პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენეს – ტრაგიკულად გარდაცვლილის ხსოვნას პატივისცემა სჭირდება და არა მისი სახელით ინტრიგების შეთხზვა და ეთერიდან ეთერში უნამუსოდ პოზირება