დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ექსტრემისტი ისრაელის მოქალაქე ახალმოსახლეები პალესტინელებს ემუქრებიან, ხშირად იარაღის გამოყენებით და აიძულებენ დატოვონ მიწა, რომელიც კანონიერად მათ ეკუთვნით“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებული სანქციები მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს.
„ეს საქციელი უკანონო და მიუღებელია. ისრაელმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს და ახალმოსახლეების ძალადობა შეაჩეროს. ძალიან ხშირად ჩვენ აღებულ ვალდებულებებს ვხედავთ, მაგრამ მათი შესრულება არ ხდება“, – აღნიშნა დევიდ კამერონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს