იენს სტოლტენბერგი – ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი

ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია ნათქვამი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა წერილობით განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა -ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.
„ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს რისკის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.
-ის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.