არველაძე კვარაცხელიაზე: მინდა ვთქვა, ხვიჩას ძალიან დიდი იმედი მაქვს

ყოფილმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ, ქართველ ფეხბურთელზე, „ნაპოლის“ შემტევზე, ზე მედიასთან ისაუბრა.

არველაძე აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია.

„მინდა ვთქვა, ხვიჩას ძალიან დიდი იმედი მაქვს. ის მართლაც გამორჩეულია.

„კვარას“ წარმატება თავში არ აუვარდა. რატომ? ასე ისეთ ფეხბურთელებს მოსდით, იმდენად მაგარი რომ არ არის და რაღაც გამოუვა, ხვიჩა კი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია“, – აცხადებს არველაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 11 თებერვალს იტალიის „სერია ა-ს“ 24-ე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა მილანში, „სან სიროზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი – პირი, რომელმაც მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი – მოწვევაზე კომისიის წერილობითი გადაწყვეტილება საქმეში არ არის, ამის გარეშე კი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს