“ფორმულაზე” ბიზნეს გადაცემა უკვე დაიხურა – წამყვანი მაყურებელს დაემშვიდობა (ვიდეო)

ტელეკომპანია “ფორმულა”-ზე გადაცემების დახურვა დაიწყო, ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც ეთერში აღარ გავა არის “ბიზნეს-ფორმულა”.
გადაცემის წამყვანი ანა ცხოვრებოვა მაყურებელს უკვე დაემშვიდობა.
“ფორმულა”-მ გადაცემების დახურვის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელევიზია წინასაარჩევნო რეჟიმში გადადის და მიმართულება მხოლოდ საინფორმაციო-ანალიტიკური ხასიათის იქნება, რაც სხვა, არაპოლიტიკური მიმართულების გადაცემებს აღარ ითვალისწინებს.
ანა ცხოვრებობასთვის კი ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გადაცემას უხურავენ, პირველად ეს “მაესტრო-ზე 2020 წელს მოხდა, როდესაც ტელევიზიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ბიზნეს პროექტი დაიხურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ინვესტიცია სპორტში არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და ჩვენს მომავალ ჩემპიონებში, სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე: სოფელ ბიისში მოეწყო საბანაკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის ბავშვებისათვის, სამომავლოდ ვაპირებ, მხარი დავუჭირო ყველა იმ პროექტს, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით