ირაკლი კობახიძე დამეწყრილ სოფელ ნერგეეთში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაღდათის დამწყრილ სოფელ ნერგეეთში ჩავიდა, სადაც 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ირაკლი კობახიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ იმ ადგილებიდან, სადაც ადამიანები სტიქიის საფრთხის ქვეშ არიან, მათ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ.

“ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს ხელისუფლება ზომებს, სადაც არის კომპენსაცია, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება ხვალ-ზეგ უკვე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. რა თქმა უნდა, ვერანაირი ზომა ვერ იქნება პანაცეა”, – თქვა სტიქიის ზონაში ჩასულმა ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან არასრულწლოვნებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ – ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც ჯგუფურობა

შემოსავლების სამსახური – სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ – მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს შემოსავლების სამსახურს, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი საკითხის მოკვლევა დაიწყო