საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ერთადერთი ინტერესი გააჩნდა ოპოზიციას

ოპოზიციას სურს, საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელი პირი პარტიული ადამიანი იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ერთადერთი ინტერესი გააჩნდა ოპოზიციას. მათ უნდათ, რომ საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელი პირი პარტიული ადამიანი იყოს, ანუ მიდიან ყველა იმ პრინციპის საწინააღმდეგოდ, რომელსაც დემოკრატიული პრინციპები ითვალისწინებს. ჩვენ მიზანია, პირიქით, ეს პროცესი პოლიტიკური სარჩულისგან ბოლომდე თავისუფალი იყოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს