არქიეპისკოპოსმა, ვიქტორ პივოვაროვმა, სლავური და სამხრეთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 86 წლის წინამძღვარმა, რომელიც ემიჯნება მოსკოვის საპატრიარქოს, 28 დეკემბერს რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ კრასნოდარის მხარის პოლიციამ მას ბრალი წაუყენა რუსეთის შეიარაღებული ძალების “განმეორებით დისკრედიტაციაში”.
ბრალდება უკავშირდება არქიეპისკოპოსის მიერ ხელმოწერილ სტატიას, რომელშიც ის გმობდა ომს.
ახალი ბრალდების წაყენება მას შემდეგ მოხდა, რაც პივოვაროვი მარტში სასამართლოს გადაწყვეტილებით 40 000 რუბლით (436 დოლარი) დააჯარიმეს იმის გამო, რომ მისი ერთ-ერთ ქადაგება, სადაც ის გმობდა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას, წარმოადგენდა ამ ქვეყნის სამხედროების “დისკრედიტაციას”.