8 ადამიანი დაიღუპა ოდესაში, რუსების ნასროლი ბალისტიკური რაკეტების დარტყმის გამო

19 დეკემბრის საღამოს რუსეთის არმიამ ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელა. დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 30-მდეა. ეს ინფორმაცია ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა.
„ოდესის ოლქში მტრის თავდასხმას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 27 ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც იმ დროს დარტყმის ეპიცენტრში იყო“, – განაცხადეს მაშველებმა.
მათივე თქმით, დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და ცეცხლი გაუჩნდა სატვირთოებს.
თითქმის ოთხი წელია რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასტაბიან ომს აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება