8 აგვისტო ორმაგი ტკივილის დღეა – რუსული ოკუპაციის და საკუთარი ხელისუფლების ეროვნული ღალატის. მეორე კიდევ უფრო მძიმეა ჩვენთვის

„მძიმეა იმის განცდა, რომ გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების და აგვისტოს ომში დაღუპული ყველა მებრძოლის თუ რიგითი ადამიანის სისხლში არა მარტო რუსეთს, არამედ, სხვებსაც აქვთ ხელები გასვრილი,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
„ერთია, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა გიტევს და ტერიტორიებს გართმევს და მეორე, კიდევ უფრო მტკივნეული, როდესაც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება გღალატობს.
მძიმეა იმის განცდა, რომ გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების და აგვისტოს ომში დაღუპული ყველა მებრძოლის თუ რიგითი ადამიანის სისხლში არა მარტო რუსეთს, არამედ, სხვებსაც აქვთ ხელები გასვრილი. 8 აგვისტო ორმაგი ტკივილის დღეა – რუსული ოკუპაციის და საკუთარი ხელისუფლების ეროვნული ღალატის. მეორე კიდევ უფრო მძიმეა ჩვენთვის. საქართველოს ისტორიას სამწუხაროდ ახსოვს ღალატის ფაქტები.
აგვისტოს ომზე ჩვენს შვილებს ჯერჯერობით, ისევ სააკაშვილის პროპაგანდით ასწავლიან. აგვისტოს ომზე დასმული უამრავი კითხვა კი პასუხებს ითხოვს. პასუხებს ითხოვს იქ დაღუპული გმირების სახელებიც. სანამ საქართველო იარსებებს, მანამ იქნება აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გმირების ხსოვნა. ჩვენ კი მათი ოცნება უნდა ავახდინოთ და იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე ვიზრუნოთ, რისთვისაც სიცოცხლე გაწირეს. ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გზა კი მხოლოდ მშვიდობაზე გადის,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.“

ასევე დაგაინტერესებთ

თითქმის 8 თვე გავიდა არჩევნებიდან და არანაირი მტკიცებულება არავის წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ სად, რა და ვინ დაარღვია, მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირების დონეზე არის საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა

რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი, ეს დანიგანმა ვერ, თუ არ გაიგო, დავაბრალოთ თარჯიმანს?! შეხვედარზე უარი ითქვა იმის გამო, რომ ვინმეს იმის განცდა არ გასჩენოდა, სანქციების ქვეშ მყოფი ბატონი ივანიშვილი თავის ინტერესებს ქვეყნისაზე უფრო წინ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დაამტკიცა საპირისპირო