75 დრონი და 5 რაკეტა – უკრაინა რუსეთის მორიგი შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის ჯარებმა ზე მორიგი შეტევისას, რომელიც 16 აპრილს, საღამოდან დაიწყო, ხუთი რაკეტა, მათ შორის ორი ბალისტიკური „ისკანდერი“ და სამი საზენიტო მართვადი და სხვადასხვა ტიპის 75 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.
ეს მონაცემები 17 აპრილს, დღისით გამოქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 25 ე.წ. დამრტყმელი დრონი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 30 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ დნეპრზე დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა 30 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულება, სტუდენტების საერთო საცხოვრებელი, საწარმო და განადგურებულია ავტომობილები.
ქალაქ ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, დილით რუსული დრონით დარტყმა იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაზე. დაიჭრნენ ექიმი და მძღოლი.
დღის პირველის ნახევრისთვის ხერსონის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რომან მროჩკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ რუსულმა ავიაციამ ხერსონის ცენტრი დაბომბა, დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ს მორიგი შეტევის შედეგად იზიუმის და ბოგოდუხოვის რაიონებში 17 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია