71 წლის დევნილ აზა ჩილაჩავას პირბადის ტარების გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
ჩილაჩავას 19 ოქტომბერს პირბადის კეთების გამო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, დღეს კი შსს-მ სასამართლოს მიმართა.
ჩილაჩავამ გუშინ, 21 ოქტომბერს პოლიციას ცნობა მიუტანა, რომელშიც ეწერა, რომ პირბადე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეკეთა.
