62 დრონი და 8 რაკეტა – უკრაინაზე მორიგი შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა ზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაპოროჟიეში დანგრეული ან დაზიანებულია 29 კერძო სახლი და გაზსადენი. დაშავდა, სულ მცირე, ორი ადამიანი.
ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია 5-სართულიანი სახლი. ქალაქ ნიკოლაევის გარეუბანში სარაკეტო დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 10 ოქტომბერს, შუადღის შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 8 რაკეტა და 62 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 41 დრონი ჩამოაგდეს.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურეს 92 უკრაინული დრონი, მათ შორის 47 კრასნოდარის მხარეში, 12 – კურსკის ოლქში, 9 – როსტოვში, 4 – ბრიანსკის ოლქში, 2-2 ბელგოროდის ოლქსა და ყირიმში, 1 – ვორონეჟში და 15 – აზოვის ზღვის თავზე.
მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.