$60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.
12 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8646 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.0156 ლარით მეტია.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთანაც თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ ოფიციალური კურსით 3.0763 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.0179 ლარით მეტია.
ლარის კურსმა გაუფასურება მაისში დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის შემობრუნების გამო მასობრივი აქციები გაიმართა.
გაუფასურების პარალელურად, ბოლო ერთ თვეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ