“მინდა “აიაქსში” დაბრუნდეს” – არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა მ SoccerNews-თან ინტერვიუში “აიაქსიდან” “მეცში” განათხოვრებულ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, მას სჯერა, რომ მიქაუტაძე ამსტერდამული კლუბის რიგებში გაიბრწყინებს.
“მიქაუტაძის აიაქსში” გადასვლამდე და ტრანსფერის შემდეგაც მჯეროდა, რომ ამ კლუბში წარმატებას მიაღწევდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვფიქრობ, რომ შანსი არ მისცეს. ველოდები როდის დაბრუნდება “აიაქსში” და გოლების გატანას დაიწყებს.
ერედივიზიონიდან ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ ძველებურად შედეგიანი გახდა. მინდა “აიაქსში” ვიხილო და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა მოახერხოს”, – განაცხადა არველაძემ თანამემამულეზე.
შეგახსენებთ, “აიაქსმა” “მიქაუტაძე”
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ჩვენებურს ამსტერდამულ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ზამთარში კვლავ “მეცში” დაბრუნდა.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.