6-წლიანი პაუზის შემდეგ, “ფოთის კოლხეთი” ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – გუნდს წარმატებას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები უსურვებდნენ

6-წლიანი პაუზის შემდეგ, “ს კოლხეთი” ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. ბოლო ტურის მატჩში ერთმანეთს “გარეჯი” და “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ, ტაბლოზე 1:1 იყო, თუმცა ჩემპიონობა კოლხეთს ცხრილში ერთით მეტმა ქულამ მოუტანა. ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული “ფოთის კოლხეთი” მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
მატჩამდე, იყო დიდი მოლოდინი და ინტერეს. ს კოლხეთს გამარჯვებას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები უსურვებდნენ.
შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველი გოლი სიჭინავამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა და “კოლხეთი” დააწინაურა. მეორე ტაიმში “გარეჯი” გააქტიურდა, ბევრს უტევდა და ერთი გოლის გატანა შეძლო. ბრწყინვალე გოლის ავტორი გიორგი პაპუაშვილი გახდა. ერთი გოლი და ფრე “გარეჯისთვის” საკმარისი არ აღმოჩნდა და ლიდერობა მეტოქეს დაუთმო.
2024 წელს “ფოთის კოლხეთი” უმაღლეს ლიგაში ითამაშებს, “გარეჯს” კი, იქ მოსახვედრად, კიდევ ერთი შანსი გადათამაშებით მიეცემა. ეროვნული ლიგის ახალი სეზონი, ტრადიციულად, გაზაფხულზე დაიწყება.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე