6 წლამდე ციხით ისჯება – ვის დააკავებენ პირველს, ვინც შსს–ს გვერდი გათიშა, თუ ვინც ავტობუსში აუდიო ჩართო?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, საპროტესტო აუდიოჩანაწერების ჩართვის საქმეზე.
უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყეს „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის“ (284-ე) მუხლით, რომლის მიხედვითაც, „კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.
დღეს, 24 იანვრის დილით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებიდან ისმოდა საპროტესტო აქციებზე გაჟღერებული აუდიოჩანაწერების კოლაჟი
გომელაურის უწყებას არ უთქვამს, როგორ აპირებს მათ პოვნას, ვისაც 3–6 წლამდე პატიმრობით ემუქრება, ან იპოვა და დასაჯა თუ არა ის პირები, ვინც, მაგალითად, –ს გვერდი გათიშა:
შსს–ს ვებ. გვერდი გავთიშეთ – Anonymous

ასევე დაგაინტერესებთ