6 მილიონით შემცირებული ჯარიმა და კოეფიციენტის ზრდა მშენებლობაზე – კორუფცია მერიაში?

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობის დეტალებს ასაჯაროებს, რომლის უკან “ქართული ოცნების” დეპუტატის ოჯახური ბიზნესი დგას.
როგორც პარტია “ახალის” წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, “ოცნების” დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ძმამ, იოსებ სონღულაშვილმა, მიმდინარე პროექტზე 22 მარტს სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა და დამატებითი 14 000 კვადარტული მეტრის აშენების ნებართვა მოითხოვა.
ექსპერტიზის დასკვნით, ამ ნებართვისთვის მას 9 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა 3 მლნ ლარამდე შეამცირა. სწორედ ამ გარემოებამ გაუჩინა ოპოზიციას ეჭვი სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე.
“ამ მშენებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკავშირდება “ქართული ოცნების” დაპუტატს და მის შესაძლო გავლენებს პროცესზე და მერიასა და ზუსტად აი ამ დეპუტატის წევრებს შორის არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებას. როგორც აღმოჩნდა, იოსებ სონღულაშვილის კომპანიისთვის არ აღმოჩნდა მისაღები ის თანხა, რომელიც უნდა გადაეხადათ და ამიტომ, მან, შედეგის მისაღწევად მიმართა პარტიულ გავლენებსა და არაფორმალურ გზებს. კერძოდ, 12 მარტს მან გაიწვია თავისი მოთხოვნა და უკვე 21 მარტს დედაქალაქის მერიამ და მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იოსებ სონღულაშვილისათვის დაეკმაყოფილებინა მოთხოვნილი მშენებლობის ზრდა, ოღონდ სამჯერ უფრო იაფად, კერძოდ, სამ მილიონ ლარად”, – ამბობს მთავარ არხთან.
თავად დავით სონღულაშვილი კი “ახალის” წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციის პასუხად კი ამტკიცებს, რომ არც კი აქვს ინფორმაცია იმაზე, მის ძმას თუ ჯარიმა 6 მილიონით შეუმცირდა.
“წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ აშენებენ ბევრ რაღაცებს და სად რას აკეთებენ და როგორ, სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი და ამიტომ გამიჭირდება რამე კონკრეტულზე… – ამბობს სონღულაშვილი და აღნიშნავს, რომ თავისი გავლენის გამოყენებას გამორიცხავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …