დღეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მტერს უწოდებენ და უკვე ბევრჯერ წამოაძახეს, რომ მისი გაპრეზიდენტებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და ბანერებიც კი შეცვალეს მეორე ტურისთვის და ასე ვთქვათ, ბანერებზეც კი ჩაენაცვლნენ, მაგრამ გავიხსენოთ, რა ხდებოდა, 2018 წელს. მაგალითად, კახა კალაძე, ზურაბიშვილის, ერთ–ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო.
2018 წელს ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შემოწირულობის სახით 50,000 ლარი გადაურიცხა.
კალაძე ერთერთია იმ 46 შემომწირველს შორის იყო, რომლებმაც ოქტომბრის პირველ დღეებში სალომე ზურაბიშვილი დააფინანსეს. 2018 წლის ოქტომბერში შემოწირულობის მთლიანი მოცულობა 1 მილიონ ლარს აჭარბებდა. ეს სამჯერ მეტი იყო იმასთან შედარებით რაც ზურაბიშვილმა მთელი სექტემბრის განმავლობაში მიიღო.
სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი შემწირველი ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი გახლდათ. მილიარდერის ძმამ ზურაბიშვილს 45,000 ლარი გადაურიცხა.
პარალელურად, სექტემბერში კამპანიის – “ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად” – ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა 30 თეთრის შემოწირულობა 84 ფიზიკური პირისგან მიიღო, რაც ჯამში 25 ლარი და 20 თეთრია. ზურაბიშვილმა ერთერთი მოქალაქისგან შემოწირულობის სახით 10 თეთრიც მიიღო.
ზურაბიშვილის შემომწირველთა სია