“37-იან წლებს არ გაგონებთ? – სუფთა ბოლშევიკური სულისკვეთება!” – გრიგოლია ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებაზე

მსახიობის ანტირუსულ პროტესტზე რომ ქოცური მესიჯებით განცხადებებს აკეთებინებენ თეატრალებს, 37-იან წლებს არ გაგონებთ? კოლეგებს რომ გმობდნენ და კოლექტიურ წერილებს და კრებებს უძღვნიდნენ? პასუხისმგებლობას რომ კოლექტიურად ითხოვდნენ? რაღაც ეგეთი ხდება ახლა… რაღაც ეგეთი სულისკვეთებით აგმობინებენ თავისუფალ ადამიანებსაც, ვინც ხელისუფლებასთან და პარტიასთან არაა, ის რომ მტერია – სუფთა ბოლშევიკური სულისკვეთება! “თუ ხვალ რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, სცენიდან ყურით გამოვათრევ” – აანონსებს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ