„მზად ვარ შევაკვდე, რომ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია“ – „არცერთ მთავრობაზე არასდროს ვცდილობ მორგებას“

“პოზიცია მაქვს ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ევროპა! რა თქმა უნდა, არა – რუსეთს“, – ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომლის განხილვები ხმაურის, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარებს კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. თუმცა, ქართველი ბიზნესმენების ნაწილმა, აღნიშნულ საკითხში მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მათგან განსხვავებით, ზურა უჩუმბეგაშვილის პოზიცია ძალიან მკაფიოა, ის ამბობს, რომ ყველანაირი ქვეტექსტების გარეშე, ერთმნიშვნელოვნად ევროპის მომხრეა.

“პოზიცია მაქვს ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ევროპა! რა თქმა უნდა, არა – რუსეთს! ხელიც მოწერილი მაქვს და მზად ვარ შევაკვდე, რომ არ გავხდეთ ს გუბერნია. ასე ფიქრობს მთელი ჩემი ოჯახი და გარემოცვა. ძალიან მყარად და მოკლედ ვამბობ სათქმელს, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე. არცერთ მთავრობაზე არასდროს ვცდილობ მორგებას. კარგია?! – ტაშს ვუკრავ, არ ვარგა? – ვამბობ, რომ არ მომწონს. დღევანდელი ეს კურსი სადაც წაგვიყვანს, მოდი, სამ წერტილს დავსვამ…“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის