324 მომხრე – ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელის საქმესა და მედიის თავისუფლებაზე რეზოლუცია დაამტკიცა – დოკუმენტს 324-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი წავიდა.
რეზოლუცია გმობს მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და დევნას და მოითხოვს “ნეტგაზეთისა” და ბათუმელების” დამფუძნებლის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.
ევროპარლამენტარები ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტისთვის ყველა ბრალდების მოხსნას ითხოვენ.
ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, როგორიცაა აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!