31 დეკემბრის შემდეგ, რუსმა მონსტრებმა “შაჰედის” 170 დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს – მათი აბსოლუტური უმრავლესობის სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.
“რუსეთის მორიგი დარტყმის შემდეგ, სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ყველა სამსახური მუშაობს – 500-ზე მეტი მაშველი, მუნიციპალური სამსახურები, ენერგეტიკის სფეროს თანამშრომლები და პოლიციის ოფიცრები. , კიევის ოლქი და ხარკოვი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 92 ადამიანია დაშავებული. ისინი ყველა დახმარებას იღებენ. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს”, – წერს ზელენსკი.
მისივე განცხადებით, უკრაინის საჰაერო ძალების მეომრებს, ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაში უწევთ საქმის კეთება.
“31 დეკემბრის შემდეგ, რუსმა მონსტრებმა “შაჰედის” 170 დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს. მათი აბსოლუტური უმრავლესობის სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო”, – აღნიშნავს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა