“ვირტუსი” “ტორტონასთან” დამარცხდა და სერიის გამარჯვებულს მე-5 მატჩი გადაწყვეტს [VIDEO]

იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ვირტუს ბოლონიას მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაუთანაბრეს. თორნიკე შენგელიას გუნდი, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რეგულარულიში მე-8 ადგილზე გასულ ტორტონას ეტოქება და საქმე იქამდე მივიდა, რომ გამარჯვებული მე-5 მატჩში გამოვლინდება. ორტონამ მოახერხა და სერიის მეორე საშინაო მატჩიც მოუგო ვირტუსს – ამჯერად 82:75 და ანგარიში 2:2 გახადა.
შენგელია სასტარო ხუთულში იყო, თუმცა მოედანზე 17 წუთი დაჰყო და 4 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი
კი ააცილა. ბოლონიელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ავუდუ აბასი, სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა მარკო ბელინელიმ 11 ქულა დააგროვ.
სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი 20 მაისს, ბოლონიაში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ