29 დეკემბრიდან დღემდე, რუსეთმა უკვე გამოიყენა 300-მდე რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი უკრაინის წინააღმდეგ, ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანას არ მოუგერიებია მსგავსი მასშტაბის თავდასხმები – ზელენსკი

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასობრივ იერიშებს განაგრძობს. კიევსა და ხარკოვზე ს თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. განადგურდა ავტომობილები და დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
იერიშები იყო სუმისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. პარალელურად კი, ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის იერიშების შესახებ ბელგოროდში. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა უკვე გამოიყენა 300-მდე რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი უკრაინის წინააღმდეგ.
“იერიშებისთვის თითქმის 100 სხვადასხვა ტიპის რაკეტა იყო გამოყენებული. ოკუპანტებმა ტრაექტორიები სპეციალურად გამოთვალა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენებინა ჩვენთვის. ეს არის აბსოლუტურად შეგნებული ტერორი. ბოლო დღეებში, 29 დეკემბრიდან დღემდე – რუსეთმა უკვე გამოიყენა 300-მდე რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი უკრაინის წინააღმდეგ. ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანას არ მოუგერიებია მსგავსი მასშტაბის თავდასხმები,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებმა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში რამდენიმე ენერგეტიკული შეთანხმება განიხილეს, მათ შორის, პროექტი Arctic LNG-2, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ მოხვდა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში