27-28 აპრილს ბათუმობა გაიმართება

27-28 აპრილს ბათუმობა გაიმართება. ბათუმობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბულვარში საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ს მერია ავრცელებს.
„რაც შეეხება ღონისძიებების პროგრამას, ის შემდეგნაირია:
12:00 საათზე, – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის, საზღვაო აკადემიის, გასტრონომიული და საბავშვო კუთხეები, მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენა;
14:00 საათზე, – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი;
15:00 საათზე- საპატიო ბათუმელების დაჯილდოება;
17:00 – 22:30 საათზე- ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები;
17:00 – 18:30 საათზე- ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი, კვარტეტი & სულხან დევაძე;
19:00 – 21:00 საათზე – ბათუმელი სოლო მომღერლების კონცერტი.
სოლო კონცერტს გამართავენ მომღერლები: ჯემალ გოგიტიძე, ანრი გუჩმანიძე, მორის მელაძე, , მერაბ დოლიძე, ნანუკა მიქაძე, სანდრო კურცხალიძე, თათია კობალაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ვაჟა ხომერიკი, გიორგი ბერიძე, ლუკა ზაქარიაძე, მარიტა ცეცხლაძე, გიორგი ფუტკარაძე, გვანცა ოსიყმაშვილი, ნატო თურმანიძე, ავთანდილ აბესლამიძე, ვაჟა ტუღუში, გიორგი ტუღუში.
19:00 – 22:30 – ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“, გოგონათა ვოკალური ანსამბლი, ვაჟთა ხალხური სიმღერების ანსამბლი
22:30 – 00:00 – DJ
რაც შეეხება 28 აპრილის კულტურულ ღონისძიებებს, პროგრამა მოიცავს:
12:00 – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, ბოტანიკური ბაღის, საზღვაო აკადემიის, გასტრონომიული და საბავშვო კუთხეების, მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენას
14:00 – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს
19:00 – 20:30 – გალაკონცერტს
გალაკონცერტს წარუძღვება ნიკოლოზ წულუკიძე; მონაწილეობას მიიღებენ: სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური გუნდი ზაირა ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით; ბათუმის კულტურის ცენტრის ვაჟთა ხალხური სიმღერების ანსამბლი მერაბ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით; ბათუმელი და მოწვეული სოლო შემსრულებლები.
სოლო შემსრულებელთა შორის იქნებიან: კონსტანტინე ყიფიანი, ეთერ ხალვაში, გიორგი სუხიტაშვილი, ოთარ ნაკაშიძე, ზვიად ბოლქვაძე, თამარ გვერწითელი, ეკა მამალაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, არჩილ გოგიტიძე, ნიკო ბერიძე.
21:00 – 00:00 საათამდე ბათუმობაზე მისულთა განწყობაზე იზრუნებს DJ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს